Cvens Sesaxeb

  ხორცპროდუქტების კომპანია "მითანა" ერთ-ერთი მზარდი და ახალგაზრდა კომპანიაა ქართულ ბიზნეს სივრცეში, იგი ბაზარზე 2008 წლის თებერვლიდან გამოჩნდა და მას შემდეგ ინარჩუნებს ზრდის ტენდენციებს. "მითანამ" მცირე დროში დაიკავა ღირსეული ადგილი ბაზარზე, სადაც კონკურენცია საკმაოდ დიდი იყო. კომპანიის უმთავრესი მიზანი იყო უმაღლესი ხარისხის პროდუქტის წარმოება. "მითანამაც" ამ პრინციპზე დაყრდნობით დაიწყო მუშაობა და დღემდე მისი ერთგული რჩება. შესაბამისად, მომხმარებელმა თავიდანვე მიიღო და შეიყვარა ჩვენი პროდუქცია. კომპანია თავისი ფართო ასორტიმენტით მაქსიმალურადაა წარმოდგენილი საქართველოს ბაზარზე

politika xarisxisa da sursaTis uvneblobis sferoSi

კომპანიის ზოგადი მიზანია მომხმარებელთან და მომწოდებლებთან ურთიერთსასარგებლო კავშირების დამყარება. ამ მიზნის მისაღწევად საჭირო პროცესების მუდმივი გაუმჯობესება წარმოადგენს მთლიანობაში ჩვენი კომპანიის და ცალკეული თანამშრომლის ძირითად ფასეულობას.

  აღნიშნულის განსახორციელებლად ძირითადი მიმართულებებია:

• მომხმარებელთან მჭიდრო კავშირის დამყარება,რათა სათანადოდ იქნეს შესწავლილი მათი მოთხოვნები და მოლოდინი

• მომხმარებლისათვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება ორგანიზაციის შესაძლებლობების,წარმატებების,მიღწევების და საშუალებების შესახებ;

• ხარისხის მენეჯმენტისა და სურსათის უვნებლობის სისტემების მუდმივი გაუმჯობესება;გენეტიკურად მოდიფიცირებული ნედლეულის გამოყენების აკრძალვა წარმოებაში მომხმარებელთა დაცვის მიზნით;

• ორგანიზაციის საქმიანობის სრულყოფის მიზნით პროცესების მუდმივი გაუმჯობესება;სურსათის ხარისხისა და უვნებლობის უზრუნველსაყოფად დადგენილი ადგილობრივი და საერთაშორისო საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვა მომზადებისა და მომსახურების პროცესების ყველა ეტაპზე;

• პროდუქციის ხარისხის,უვნებლობის და მომსახურების დონის ასამაღლებლად სამუშაოების მიზანმიმართულად წარმართვა,პროდუქციის ხარისხისა და უვნებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის დროულად გადაჭრა;

• მუდმივი კვლევის წარმოება,წარმოებული პროდუქსიის გაუმჯობესების შესაძლებლობების ანალიზი,დასახული მიზნების დროული მიღწევა;

• მომხმარებლის რეკლამაციებისადმი ყურადღება და წარმოქმნილი პრობლემების მაქსიმალურად მოკლე ვადაში გადაწყვეტა;

kompaniis istoria

მითანას დაარსების დღიდან გადაწყვეტილი იყო საწარმოს დაეკმაყოფილებინა საერთაშორისო სტანდარტები. ეს სტანდარტი მოიცავდა წარმოების მთელ ჯაჭვს _ნედლეულის მიღება და შენახვას, პროდუქციის დამზადება, მზა პროდუქციის შენახვა და მომხმარებლისათვის მოწოდება.  სწორედ ამიტომ მოხდა მოთხოვნების შესაბამისად სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის ინტეგრირებული სისტემის დანერგვა და განხორციელება .სისტემის დანერგვაში მონაწილეობას იღებდნენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტები. სტანდარტების შესაბამისმა გარემომ კი განაპირობა პროდუქციის უმაღლესი ხარისხი. “მითანა“ არის ერთ–ერთი კომპანია,რომელმაც ISO 22000 მიიღო, როგორც უმაღლესი ხარისხის სერთიფიკატი. ამ სერთიფიკატით კი შეფასდა მენეჯმენტის გამართული მუშაობა და დადასტურდა, რომ კომპანია კვების პროდუქტების უსაფრთხოების მართვის სისტემების მფლობელია. ISO 22000 საერთაშორისო სტანდარტი გვთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციას.

 დაარსების დღიდან “მითანა“–მ პრიორიტეტად პროდუქციის ხარისხი დაასახელა.სწორედ ამიტომ შევიძინეთ ავსტრიული და გერმანული დანადგარები.თანამშრომლები გადიან ტრენინგებს ევროპულ სპეციალისტებთან .მაღალი ხარისხის ნედლეულის გამოყენებამ, წარმოების მუდმივმა კონტროლმა საშუალება მისცა კომპანიას მაღალი სტანდარტებისათვის მიეღწია. დღეს “მითანა“ ხორცპროდუქტების წარმოების ერთ–ერთი ლიდერია საქართველოში . ჩვენი მთავარი საზრუნავია პროდუქციის წარმოებისას სურსათის უვნებლობისა და ხარისხის პოლიტიკის გატარება.ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ კომპანიაში საკანომდებლო და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით დადგენილ მართვის თანამედროვე სისტემებს,რომლებიც გვეხმარება არ გადავუხვიოთ ხარისხის მართვის თანამედროვე ევროპულ გზას.

 

"მითანას"ტექნოლოგიური ხაზი უახლესი დანადგარებისგან შედგება. ჩვენი მიზანია პროდუქციის ხარისხის ამაღლება, წარმოების ტექნოლოგიური პროცესების დახვეწა-გაუმჯობესება და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი პროდუქციის შეთავაზება, გეგმაზომიერი და მიზანდასახული მუშაობის შედეგად „მითანამ“ ჩამოაყალიბა თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებლის მაღალი ხარისხისადმი სწრაფვას, იზრდება კომპანიის წარმადობა, დასაქმებულთა რიცხვი

strategiuli gegma

 მრავალფეროვანი პროდუქციის ფართო ასორტიმენტის მაქსიმალურად წარმოდგენა საქართველოს ბაზარზე ხარისხის და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების მაქსიმალურად გათვალისწინება სადისტრიბუციო ქსელის გაფართოება მუდმივი სიახლის ძიება და ახალი პროდუქციის გამოშვებან კვალიფიციური კადრების მოძიება და შემდგომში ამ კადრებისათვის; რეგულარულად ტრეინინგების ჩატარება

 

facebook

DESIGN BY ZAZA  MORBEDADZE

Copyright © 2014 MEATANA Productions.

All Rights Reserved.